პროექტის სახელწოდება : ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი.
პროექტის მთავარი იდეა: სტატისტიკური მონაცემების მოპოვება-დამუშავების საშუალებების
გაფართოება. მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით.
პროექტის აქტუალობა: მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე
მონაცემთა წარმოდგენა შესაბამისი წრიული დიაგრამით, ქულების მიხედვით სიხშირეთა განაწილება,
შესაბამისი ჰისტოგრამის აგება.
პროექტის მიზანი : მოსწავლე უნდა
გაიწაფოს სტატისტიკური მონაცემების მოწესრიგებაში, შესრულებული სამუშაოს მიხედვით მონაცემების
შესაფასებლად მახასიათებლების შერჩევაში; განუვითარდეს დიაგრამის წაკითხვის, მათი საშუალებით
დასკვნების, შეფასებების გაკეთების უნარი; თავად შეძლოს დიაგრამის აგება, დიაგრამებით
მონაცემების შედარება. გაიაზროს და შეაფასოს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მათემატიკის მნიშვნელოვანი როლი დასახული მიზნების
რეალიზაციის პროცესში.
მონაწილეთა ასაკი : 15-16 წელი.
ვადები /ხანგრძლივობა : 2 დღე.
მოსალოდნელი შედეგები : მოპოვებული მონაცემების
მიხედვით დიაგრამების და ცხრილების შედგენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რასურსები:
კომპიუტერი, სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად.
აქტივობა 2. ჯგუფების მიერ შერჩეულ ფაკულტეტებზე
ჩარიცხულ სტუდენტთა შეფასებების მოძიება ზოგად უნარებში და მათემატიკაში.
აქტივობა 3. მონაცემების წარმოდგენა წრიული
დიაგრამის (ან სვეტოვანის) გამოყენებით.
აქტივობა 4. იმსჯელონ: არის თუ არა კავშირი მათემატიკის
გამოცდაზე გამომჟღავნებულ ცოდნასა და ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებულ ქულებს შორის,
ასევე რა მნიშვნელობას ანიჭებენ მათემატიკის სწავლებას სკოლაში.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
რაოდენობრივ მონაცემთა დაჯგუფება, შესაბამისი
წარმოდგენის ხერხების აგების ჩვევების დაუფლება. შესაფერისი დიაგრამების შერჩევის უნარის
გამომუშავება, არჩევანის დასაბუთება. გრაფიკული ფორმით წარმოდგენილი მონაცემების სტატისტიკური
შინაარსის გააზრება.
პროექტის ხელმძღვანელი: ია კვაჭანტირაძე.
No comments:
Post a Comment